LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმო აშენდება

583

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა.

მეტალურგიული საწარმო ქუთაისში, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შენდება და მას „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი კომპანია ააშენებს.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ქარხანა დღე-ღამეში მაქსიმუმ 22 ტონა ლითონს აწარმოებს.

კომპანიის განმარტებით, საწარმოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და დასაქმებულთა 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იქნება.