LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვაც კი ტირის შენი მშობლების, ცოლის შემხედვარე, ბაბუა ქალივით ტიროდა… 23 წელი გეყო სიცოცხლისთვის?…“ – მეტეხის ხიდთან დაღუპულ ახალგაზრდას ახლობლები ემშვიდობებიან

5857
გიგი ზარანდია

თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილის მტკვარში გადავარდნის შედეგად გარდაცვლილი გიგი ზარანდიას ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.

„მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, შექმნილ საცობზე დავიწუწუნე გაუაზრებლად… დღეს დილას ვიგებ, რომ გარდაცვლილი ბიჭი ჩემი ბიძაშვილის შვილის მეუღლეა“ – რას წერენ გარდაცვლილ გიგი ზარანდიაზე

მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში 4 მარტს გადავარდა. ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.

ვიდეო: ვრცელდება მეტეხის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები – „შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ტროტუარზე მიდიოდა“

„გიგი😭😭😭 შენი ოჯახის ნუგეში არავის შეგვიძლია😭😭😭 დაგვამუნჯე და დაგვადუმე გარშემო ყველა 😭😭😭 ქვაც კი ტირის შენი მშობლების, ცოლის შემხედვარე.

სამხარაულში იმის იმედით მივედით რომ იქ შენ არ იქნებოდი,მაინც არ გვინდოდა ამ ფაქტის დაჯერება.

ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდით შენი გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ სულ ტყუილად😭😭😭სული მტკივა და ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით რაც ელისოს და კუსას დამართე😭😭😭ბაბუა ქალივით ტიროდა და ედემის ხმა ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში 😭😭😭😭რატომ ღმერთო,რატომ??? 😭😭😭23 წელი გეყო სიცოცხლისთვის??“, – წერს მეგი ბერაია.

„მეუღლე და შვილი დარჩა…ძალიან კარგი მძღოლი იყო“ – ცნობილია მეტეხის ხიდთან დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა

„რით განუგეშო დაია გამეყინა გული და სული დეიდას გუდუნა რა ქნას დედაშენმა დეიდა ყველა ტირის და მოთქვამს მამაშენი ქვასავითა როგორ გაგრძელონ ცხოვრება დეი ჩემო სიცოცხლე ბიჭო“, – წერს ნანა სხულუხია.

„გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა… სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს გაითიშა“ – რას ჰყვებიან ხობში გიგი ზარანდიაზე

„გუშინდელს მერე როგორღაც მოვიკრიბე ძალა ორიოდე სიტყვით დავემშვიდობო გიგის, რომელიც არის ჩემი შვილის, ლატავრას მულისშვილი, ჩვენი ლილეს ნათლია, ერთ ეზოში ვცხოვრობთ, ჭირს და ლხინს ერთად ვუმკლავდებით, გვეიმედება ერთმანეთი!

„ტელევიზიით ვუყურებდი – მანქანა ამოჰყავდათ და გავიფიქრე: „ვაი მის ოჯახს“, რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ოჯახის ვაი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი ასე ახლოს დაგვადგებოდა“ – რას წერს მეტეხის ხიდთან გარდაცვლილი გიგი ზარანდიას ნათესავი

„მახსოვს, მაშინ, ავარიის დროსაც, როგორ იყავი, როგორ ებრძოდი ამდენ ტკივილს… მაშინაც ვერ გელაპარაკებოდი სათანადოდ, მაგრამ ახლა… ახლა კი საერთოდ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომლებიც რამეს შეცვლიდა“…

… როგორ ხარ ბესო ბაბუუუუ – რომ მომმართავდა , გულში იმედი მესახებოდა, საიმედოდ მეგულებოდა!

დღეს დაზაფრული ვარ, საზარელმა რეალობამ დამამუნჯა!

გიგი ძალიან მინდა გამეღვიძოს და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყოს!

გეფიცები, როცა ამ წუთისოფელს სამუდამოდ დავტოვებ, პირველს შენ მოგადგები და დარწმუნებული ვარ ისევ დამიძახებ – ბესო ბაააბუუუუ როგორ ხარ!😥💔🖤

როგორ მტკივა სული და გული, მთელი არსებით გამანადგურა შენმა ამბავმა!

გისამძიმრებთ ჩემებო!“, – წერს ბესო ქავთარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g