LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

328

დღეიდან 20 ჯგუფად დაკომპლექტებული ქვეითი პატრულები ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, დედაქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად ქვეითი პატრულინსპექტორები 10 ჯგუფად იყვნენ დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ისინი დღეღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში პატრულირებას ახორციელებდნენ შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, ზაარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის გამზირებსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე. ქვეით პატრულინსპექტორებს გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულინსპექტორთა რაოდენობის კიდევ გაზრდას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g