კრიშტიანო რონალდო ჩილეში პედიატრიული კლინიკის მშენებლობას დააფინანსებს.
პორტუგალიელი ვარსკვლავი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას განაგრძობს. Football Espana-ს ინფორმაციით, კრიშტიანომ 10 მლნ ევროზე მეტი გაიღო ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში პედიატრიული კლინიკის ასაშენებლად, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დასრულდება.
კრიშტიანო რონალდო ისეთი ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციების საპატიო ელჩია, როგორებიცაა: Save the Children, Unicef და World Vision.