LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქველმოქმედების ამ ტემპმა და მასშტაბმა ყველა რეკორდი მოხსნა“ – პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონს, ვახტანგ ახობაძეს აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა 5,500 დოლარი შეუგროვეს

1283
ვახტანგ ახობაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა მარინე ძაგნიძემ, რომელიც უკვე 25 წელია ემიგრაციაში იმყოფება და არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების ავტორია, ამჯერად ქართველი ემიგრანტები პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის, ვახტანგ ახობაძის ირგვლივ გააერთიანა.

„ხალხო, გთხოვთ, გავერთიანდეთ! მივიდეთ და მადლობა ვუთხრათ, ის ყველაზე მეტად იმსახურებს ამას… გააზიარეთ რომ ყველამ გაიგოს” – რა მიმართვა ვრცელდება სოციალურ ქსელში

აშშ-ში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ვახტანგ ახობაძისთვის 5 500 დოლარი შეაგროვეს. აღნიშნულის შესახებ მარინა ძაგნიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქველმოქმედების ამ ტემპმა და მასშტაბმა ყველა რეკორდი მოხსნა:

„არც ზელეს წკაპუნი ჩერდება ჩემს ტელეფონზე და ვერც მე ვიძინებ: ჩემი ვიდეოს ატვირთვიდან 12 საათში უძლეველმა ამერიკულმა ემიგრაციამ ვახოსთვის შეაგროვა $5,100.00.

ქველმოქმედების ამ ტემპმა და მასშტაბმა ყველა რეკორდი მოხსნა. თქვენ გაგიმარჯოთ, ხალხო!

სიყვარული გადაგვარჩენს! ძალა ჩვენშია!

მადლობა ყველას, ვინც გაავრცელეთ ინფორმაცია, მოაკელით თქვენს ოჯახებს ამ მაგარი ბიჭის გასახარებლად. სიკეთე არსად იკარგება, ასტრონომიულად მრავლდება და მადლი ცას სწვდება, მერე უკლებლივ ისევ ჩვენ გვიბრუნდება“ – წერს მარინე ძაგნიძე.

„მაგიური ციფრი დადო ქართულმა ამერიკულმა ემიგრაციამ – $5,500.00“, – აღნიშნავს მორიგ სტატუსში მარინე ძაგნიძე და შეგროვებული თანხის შესახებ განახლებულ მონაცემების შესახებ წერს.

მკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს, ვახტანგ ახობაძეს საჩუქრად ბინა გადაეცა

#ვახტანგახობაძე არც ზელეს წკაპუნი ჩერდება ჩემს ტელეფონზე და ვერც მე ვიძინებ : ჩემი ვიდეოს ატვირთვიდან 12 საათში…

Posted by Marine Dzagnidze on ორშაბათი, 26 აგვისტო, 2024

„ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს“ – ზაზა ლომინაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g