ქვემო ქართლის პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ტყის მცველი დააკავა. საქმე ეხება 2018 წლის იანვარსა და თებერვალში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის 3 ათასამდე ძირი ხის დაკავებას, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 200 ლარი შეადგინა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ტყის მცველის დაკავება.
გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს.