700-700 ათასი ლარის გირაო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს – სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მან დაინახა, თუ რა ჭაობშია ქვეყანა.
“დღეს კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა. ამას არ ვამბობ, როგორც თიბისის ან ანაკლიის თავმჯდომარე. მე თავს ვიკავებდი შეფასებებისგან, ჩემს უკან 10 ათასი თანამშრომელი დგას. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ არ მეთქვა, რაც გულში მქონდა. დავინახე უცოდინრობის პიკი. ეს ახალგაზრდები გულწრფელად მეცოდებიან. ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც შეუძლია ეკონომიკას ცელი გამოუსვას და მილიარდი ლარის ზარალი მიაყენოს, ამაზე მას პასუხს არავინ სთხოვს, ეს არის კატასტროფა, ჩვენ არ გაქვს ქვეყანა, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს”, – აცხადებს ხაზარაძე.
მან ასეევ ისაუბრა საზოგადოებრივ მოძრაობაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დააფუძნა და აღნიშნა, რომ ბრძოლა გაგრძელდება.
“ჩემი საზოგადოებრივი მოძრაობა ძალიან დიდი და აქტიური იქნება. მის გეგმებს გაიგებთ ძალიან მალე. აქ იქნება ხალხი, ვისაც საქართველო უყვარს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო წარმატებულ ქვეყნად შედგეს. დღეს ვართ სიტუაშია, როცა ერთ პირი მართავს ქვეყანას. ის არის დირიჟორი, რომელსაც ცუდი შემსრულებლები ჰყავს, უცოდინარი შემსრულებლები. ეს ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. პიროვნულად კი არ აქვს ბოღმა გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს. ეს სიტემა დაინგრევა ძალიან მალე. ესენი სახლში წავლენ. ყველა გონს მოეგოს. ეს არის სირცხვილი. ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში“, – აცხადებს ხაზარაძე.