LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას არავის​ დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას, მესამე ძალაში იქნებიან ისინი, ვისაც საქართველო უყვარს და არა სკამები: მეუფე იაკობი

100
იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მეუფე იაკობმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აღნიშნა, „ქვეყანას არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას“

ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, მესამე ძალაში იქნებიან როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც უყვართ არა სკამები, არამედ საქართველო.

„ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს – მანამდე ვისაც ვუსმენდი, არც პოზიცია და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ. რა არის იცით, საქმის ბოლო დასაწყისიშივე უნდა ეძებოო. ვფიქრობ, რომ ის არ იციან, მერე რა იქნება, ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და გამოცდილია.

მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, იქნება  ბევრად ძლიერი. შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი. ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია. პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებეზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს ნინოობა მიულოცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g