LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა, გურამ დოჩანაშვილი ზესთასოფელში გადასახლდა: ილია მეორე

235
ილია მეორე - გურამ დოჩანაშვილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

როგორც სამძიმრის ტექსტში წერია, “გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოყვარეობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა”.

ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეთ სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა მის თაყვანისმცემელს მოანიჭოს მშვიდობა, ამინ!

დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა“, – წერია გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

ქართველი კლსისკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. მწერალს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილის მეუღლე: „5 წელი დაჭერობანა ვითამაშეთ – თუ დალევდა, აურევდა ხოლმე რაღაცებს და მერე ხმას აღარ ვცემდი…“

გურამ დოჩანაშვილის ოჯახის დიდი ტრაგედია: „ირაკლი გაახსენდა… პალატაში, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე შვილი…“

“ბაკურიანი, 1958 წელი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი მოჩანან იმ ცხრათაგან, ამის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო რეალობად იქცა, გურამმა იარა ინდივიდუალური გზით და შექმნა თავისი განუმეორებელი ფურცელი მწერლობაში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g