ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ საწოლების მობილიზება და ამჟამად ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ნიშნულზეა.
„სიმართლე გითხრათ, ქვეყანას, რომ ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდეს, ახლა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ლოკდაუნი. ყოველდღიურად 70 ადამიანი გვეღუპება და შეიძლება ყოფილიყო 50-ით ნაკლები. სამწუხაროდ, ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს.
გვესმის, რომ ადამიანის ლუკმა – პური დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან და ბიზნესთან, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შეზღუდვები, რომლებიც, დაემატა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამას ეპიდემიის ტრაექტორიაზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე ბუნებრივადაც მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს სამ – ოთხკვირიანი ტალღა, შემდეგ გარკვეულწილად პლატოს პერიოდი იწყება. რეალურად უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.