LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასი დოზა სხვადასხვა კოვიდვაქცინის მარაგია: გამყრელიძე

84
Untitled design

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში სხვადასხვა კოვიდვაცქინის დაახლოებით 200 ათასი დოზის მარაგია.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორში სურთ, ვაქცინის დასახელებული რაოდენობა მაის-ივნისის პერიოდში იყოს ათვისებული, დღიურად აცრილტა რაოდენობა კი 6 000-მდე გაიზარდოს:

“ამჟამად, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის დაახლოებით 200 ათასი დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგი. გვინდა, რომ ეს მარაგი აუცილებლად გამოყენებული იქნას მაის-ივნისის პერიოდში. ამისთვის საჭიროა, რომ დღიური აცრის მაჩვენებელი დაახლოებით 6 000-მდე იყოს.

გარდა ამ 200 ათასისა, რაც ქვეყანაშია, “კოვაქსის” პლატფორმის საშუალებით 15 ივნისამდე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 000 დოზა. ასევე, დასტურია მიღებული, რომ ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანაში ნახევარი მილონი დოზა “სინოფარმის” ვაქცინა უნდა შემოვიდეს. კონტრაქტი დასრულების პირას არის, რომ თანდათანობით, მესამე კვარტალში უნდა შემოვიდეს “ფაიზერის“”მილიონი დოზაც.” – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში კოვიდვაქცინით 117 354 პირია აცრილი, ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 4 354 პირმა გაიკეთა, წინასწარი რეგისტრაცია კი 103 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g