LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში დღეიდან ონლაინ ვაჭრობა ისევ ნებადართულია

677
rendered-1

დღეიდან ონლაინ ვაჭრობა ქვეყანაში კვლავ ნებადართულია. მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაში სწორედ 2 აპრილიდანაა.

შეგახსენებთ, დღემდე ონლაინ მხოლოდ მზა საჭმელის გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს დაემატა საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც.

იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად აუცილებელია, დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნა.

საქართველოში ონლაინვაჭრობა რამდენიმე დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე, შეიზღუდა. წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდა.

ონლაინ-სერვისის კომპანიების მუშაობაზე გუშინ პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. „არავის არაფერი არ აუკრძალია“, – ასე აფასებდა პრემიერ-მინიტრი გიორგი გახარია მთავრობის მიერ მიტანის და ონლაინ-შოპინგის მიმართულებით შემოღებულ შეზღუდვებს, რომლის თანახმად, ე.წ. მიტანის კომპანიებს მხოლოდ საკვები პროდუქტების მიწოდება არ ეკრძალებოდათ. პრემიერის თქმით, ყველა წესის დაცვისა და გათვალისწინების შემდეგ ეს კომპანიები მუშაობის ნებართვების მიღებას შეძლებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g