LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია: ბიძინა კულუმბეგოვი

287
ბიძინა

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, სიკვდილიანობის თვალსაზრისით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

„დელტასთან“ მიმართებაში თუ ვიტყვით, რომ 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვქონდა, მაშინ გარდაცვალება 70-80 იყო. იმ ტიპის მსგავსი სიკვდილობა რომ გვქონდეს, 200 ათას აქტიურ შემთხვევაზე, დღეში 250 ადამიანი უნდა გვეღუპებოდეს. „დელტას“ სიკვდილობა რომ ჰქონდეს ამას შერჩენილი, ეს უნდა იყოს დღეში 200 ადამიანის სიკვდილი, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია, ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ განგაშის ნიშანში ვართ. ერთ მილიონ მოსახლეზე 20 ადამიანი გვეღუპება. ამიტომ, ჩვენ მაინც ძალიან კრიტიკულ ზღვარზე ვართ სიკვდილობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g