LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი – სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის [ვიდეო]

46912942_2232879843627694_5435829563231830016_n-1-e1543426598558

საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ეგზიტპოლის შედეგებით გამარჯვებულია, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საბოლოო შედეგებს დაელოდება.

მისი თქმით, ქვეყანაში პრინციპული არჩევანი გაკეთდა და საბოლოო და მტკიცე უარი ეთქვა წარსულს, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებდა.

ზურაბიშვილის თქმით, ახლა მისი მიზანია, ქართველი ხალხის გაერთიანება და მომავალი ნაბიჯები სწორედ საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგი იქნება, ვინც მას ხმა არ მისცა.

“დღეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე. იმაზე, რაც შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების წინსვლას და გათავისუფლებას. ჩვენი არჩევანია მშვიდობიანი საქართველო, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი, საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს, ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე დღეს არ არის. ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი პატარა ქვეყნის. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, უნდა გავაერთიანოთ, დავამშვიდოთ და დავაწყნაროთ. ამიტომ გპირდებით, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ, რომ ამას მივაღწიო, რომ ჩვენ გავერთიანდეთ. დღევანდელი არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო სახელმწიფომ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, რამე თუ ეს არის დემოკრატია.

“ძალიან მაღალია აქტივობა, რაც დაფიქსირდა, ნიშნავს ძალიან მაღალ დემოკრატიას. რა თქმა უნდა, დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რათა საბოლოოდ დადასტურდეს ქართველი ხალხის პრინციპული არჩევანი.

“მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩემ გვერდით იდგა, საზოგადოების, რომელიც თავისი სიტყვა თქვა. მადლობელი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა – „ქართული ოცნების“. მადლობელი ვარ, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც დამარწმუნეს, რომ არ უნდა დათმო ის, რაც მთავარია, პრინციპები, მიზანი და ეს მიზანი ჩემი კი არ არის, არამედ ყველასი, რომელსაც შევუდგებით ძალიან მალე და მივაღწევთ – განვითარებულ, გაძლიერებულ და გაღიმებულ საქართველოს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ჟურნალისტებსაც გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ მომავალში ძალიან კარგი თანამშომლობა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g