ქვეყანასი კორონავირუსით რეინფიცირების 10-15 შემთხვევაა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც ინფექციონისტმა განმარტა, ეს ციფრები მიანიშნებს, რომ გადატანილი კოვიდი ინგლისური შტამისგანაც იცავს, ვინაიდან საქართველოში ნახევარზე მეტი სწორედ ინგლისური შტამია.
„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, ეს ჩვენმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იცის, მაგრამ 10-დან 15 შემთხვევაზე მეტი არ არის, ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 თუ 15 შემთხვევაა. რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის, ეს არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, სულ 2 თუ 3 შემთხვევაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.