სააკაშვილი ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად და არეულობის მოსაწყობად. ჩვენი სამართალდამცველების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ უდიდესი პროვოკაცია იქნა აცილებული, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ის ქვეყანაში შემოვიდა კურდღელივით, როგორც ეს მას სჩვევია” – აღნიშნავს წულუკიანი
ვიცე-პრემიერის თქმით, სააკაშვილი მოთავსებულია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იქნება დაცული.
თეა წულუკიანმა არჩევნების შესახებაც გააკეთა განცხადება. ვიცე პრემიერის თქმით მან არჩევანი გააკეთა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ხანი, სანამ მათ ახალი თაობები ჩაანაცვლებენ, იყოს სტაბილურობა და მშვიდობა.
“დღეს ჩვენ არჩევნებში აქტიურად მონაწილეობით ბეჭედს ვუსვამთ იმ წარსულს, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ გუშინდელი დაკავების ფაქტით დასრულდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
