გარემოს ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის მომზადება“ შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რიგით მესამე სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების ზეგავლენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქვე განხილული იქნა კლიმატის ცვლილების მიმართ ეკოსისტემებისა და ეკონიმიკის დარგების მოწყვლადობისა და ადაპტაციის ასახვის საკითხი და პროექტის განმავლობაში მიღებული ძირითადი შედეგები.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, გარემოს განვითარების პროგრამის(UNDP), საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგების სპეციალისტები ესწრებოდნენ.