LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება – ასტრა ზენეკა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა – თენგიზ ცერცვაძე

511
tengiz-tsertsvadze-w-h

ქვეყანაში ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება – “ასტრა ზენეკა” და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან – “ასტრა ზენეკასი” და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია” — განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს და ის არ გამორიცხავს, რომ ჩინურმა ვაქცინამ აჯობოს სხვა ყველა ვაქცინას.

“ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები. სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. იმიტომ, რომ მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ვაქცინაზე მუშაობდნენ. ასე რომ, ჩინური ვაქცინა, ხელწამოსაკრავი არ იქნება”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g