LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება

244
prodazha-kvartiry-po-ipoteke-sberbanka-poshagovaya-instruktsiya

საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე – ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს მიმოხილვაში, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე Covid-19 ეფექტებს ეხება. ამავე მიმოხილვიდან ვიგებთ, რომ თბილისში 2020 წლის აპრილის თვეში 203 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა. 2019 წლის აპრილის თვესთან შედარებით როგორც ტრანზაქციების რაოდენობა, ისე ბაზრის ღირებულება 92%-ით შემცირდა.

„გამომდინარე იქიდან რომ მარტის პირველი ნახევარი აქტიური იყო, ჯამურად მარტის თვეზე შეზღუდვები ასე მწვავედ არ ასახულა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ტრანზაქციები 10%-ით შემცირდა“, – აცხადებენ Colliers International Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები ამ ეტაპზე არარელევანტურია დასკვნების გასაკეთებლად. „მნიშვნელოვანი ვარდნა გამოწვეულია COVID-19-ის საპრევენციო შეზღუდვებით. შეზღუდვების ნაწილობრივ და სრულად მოხსნის პარალელურად, მაისის და ივნისის თვეებში აკუმულირებულ ტრანზაქციებს და შესაბამისად ზრდას ველოდებით“, – ამბობენ Colliers International Georgia-ში.

ორგანიზაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მონაკვეთში ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები.

„აღსანიშნავია, რომ დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა“, – განმარტავენ Colliers International Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ბაზრის მთელი ეს მიმოხილვა თავმოყრილია ვებგვერდზე Recov.ge. ეს არაკომერციული პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების ინდუსტრიის მოთამაშეებს რთულ სიტუაციაში გზის გაკვალვას სთავაზობს.

პლატფორმა უძრავი ქონების სფეროს გასაძლიერებლად შეიქმნა, შესაბამისად ყველა სექტორს ფარავს და მათი წარმომადგენლების შესაძლო ინტერესს ემსახურება.

Recov.ge-ზე გაეცნობით COVID-19-ის გავლენას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და დინამიურ ანალიზს საოფისე, საცხოვრებელი, სავაჭრო&გასართობი და სასტუმროების სექტორების მიხედვით. სექტორების ანალიზთან ერთად, პლატფორმა მოიცავს ტურიზმისა და ეკონომიკის ზოგად მიმოხილვას: ადგილობრივი ტურიზმის პერსპექტივებს, მეზობელი ქვეყნების COVID19 ეფექტების მიმოხილვას და იმ მოწყვლადი სექტორების ანალიზს, რომელშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხორციელდებოდა. სექტორებისა და ზოგადი მიმოხილვის გაერთიანებული, დინამიური ანალიზი საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა მიიღონ ინფორმირებული და გათვლილი გადაწყვეტილებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g