LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

79
152461793-3867469216624696-5075090094512447928-n

მთავრობის უახლოეს სხდომაზე განსახილველად გამოვიტანთ მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს.

მისი თქმით, საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის, პარლამენტის წევრები.

„რამდენიმე დღის წინ საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალიზაცია მოხდა ამ თემის, რაშიც, ასევე, დიდია პარლამენტის დამსახურება. მთავრობის უახლოეს სხდომაზე ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება სხვადასხვა უწყება. ასევე, მოვიწვევთ პარლამენტის წევრებს. ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შეარჩიოს კანდიდატები. სამუშაო ჯგუფმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მთავარი პრინციპები, რომლის საფუძველზეც ჩვენ მოვახდენთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g