LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!“ – 4GB ფესტივალი გაუქმდა

283
4GB

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან ტარდება, გაუქმებულია.

როგორც 4GB-ის სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. 4GB საზოგადოებას მხარდაჭერას უცხადებს:

„გაცნობებთ, რომ 4GB 2024 გაუქმებულია!

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!

შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე.

ჩვენ ისევ შევხვდებით!“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g