ქვეყნის მასშტაბით ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა დაიწყო – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების კოორდინატორმა გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა.
ვის მიერ ხორციელდება ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა და რა არის მისი მიზანი?
ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – ECO.Georgia“-ს ფარგლებში.
ტყეზე ზეწოლის შემცირების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა სოფლის განვითარების სააგენტოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა. ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ბრიკეტების წარმოების განვითრებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
როგორი თანადაფინანსებით ხორციელდება ეს პროგრამა?
ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგოეფექტური ღუმელები. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები მოიცავს, როგორც ენერგოეფექტური მრეწველობის დაფინანსებას (შეღავათიანი აგროკრედიტი, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის გადამამუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტი, ენერგო ეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა) ასევე, ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციის თანადაფინანსებას.