LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება

436
ქვეყნის-მასშტაბით,-სეზონური-გრიპის-საწინააღმდეგო-ვაქცინაცია-გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში, ამ სეზონზე, გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე – სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.

„ვირუსების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე – სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა ადამიამ. ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების  მქონე პირების ყოველწლიური

magti 5g