LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყნის სიყვარულისთვის რომ ადამიანს სჯიდნენ, მიუღებელია” – “გავრილოვის ღამის” პატიმრის დედა

175
BeFunky-collage (11)

“ჩემი შვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის”- ამის შესახებ ბესიკ თამლიანის დედამ განაცხადა. რუსიკო გარუჩავას არ აქვს იმედი , რომ მის შვილს გაათავისუფლებენ. თამლიანი ერთ-ერთია იმ 19 დაკავებულიდან, რომელიც “გავრილოვის ღამეს” მომხდარი მოვლენების გამო დააპატიმრეს.

დედა შვილის დაკავების დღეს კიდევ ერთხელ იხსენებს.

„პოლიციის სავსე ოთხი მანქანა დაგვადგა აქ თავს, კრიმინალს რომ იჭერენ იქ არ იჭერენ ასე ადამიანს, ერთიც რომ მოსულიყო იმასაც გაყვებოდა, დილამდე მუშაობდა აქ. იქ პოლიტიკური არაფერი არ იყო, შიშველი ხელებით იდგნენ, არავინ არავის არ იცნობდა. ამათი დანაშაული ერთადერთი ის არის, რომ უყვართ თავიანთი ქვეყანა

ჩემი ბიჭის თვალწინ იქ ჩაყარეს ქალები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ფანტანში, ისედაც გაბრაზებული იყო ამ გავრილოვზე  და რომ ყრიდნენ ქალებს, ასეთი რამ ჩემს თვალწინ რომ გაეკეთებინათ, მეც მექნებოდა პროტესტი. ერთხელ აარტყა ფარს ხელი, მერე ვიღაცამ ფეხი დაუდო და ბორკილი დაადეს, რის შემდეგაც უმოწყალოდ ურტყამდნენ.მოსამართლემ ჰკითხა, რა გინდოდა იქ, ამან უპასუხა, ბატონო მოსამართლე , მე კი არა თქვენც იქ უნდა მდგარიყავითო. თავიანთ დანაშაულს თვითონვე იძიებენ, სად არის სამართალი“- განაცხადა რუსიკო გარუჩავამ

20-21 ივნისის ღამეს დატრიალებული მოვლენების გამო ბესიკ თამლიანი მეორედ აღმოჩნდა პატიმრობაში. პირველად იგი აქციაზევე დააკავეს და 13 დღიანი სასჯელი შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლომ იგი ადმინისტრაციული პატიმრობის მე-4 დღეს გაათავისუფლა. იმავე საქმეზე ბესიკ თამლიანი 4 ივლისს უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად უკვე წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 აგვისტოს, 15:00 საათზე, იმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g