LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვილითაია თურქეთში: ტრაბზონსპორს ახალი შოთა მოუნდა

95

თურქულმა “ტრაბზონსპორმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, თბილისის “დინამოს” ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია შეიძინოს.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთ თურქულ საიტ fotomac.com.tr-ის გიორგის სტატისტიკა მოჰყავს და მის საფუძველზე ქართველს ახალ შოთა არველაძეს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ შოთა “ტრაბზონის” ღირსებას 1993-97-წლებში იცავდა. იმავე წლებში შოთასთან ერთად “ტრაბზონში” მისი ძმა არჩილ არველაძეც ასპარეზობდა. 2015 წელს კი შოთამ თურქული გუნდი მთავარი მწვრთნელის რანგშიც ჩაიბარა.

უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში ქვილითაიას ანგარიშზე 17 გოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g