LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აღიარება მოიპოვა მარიამ ელიეშვილმა ისრაელში: „აქამდე შეხება ძირითადად ქართველ ებრაელებთან მქონდა, ახლა უკვე მთელი ებრაული საზოგადოების ინტერესი მოვიდა…“

1845
მარიამ ელიეშვილი

მომღერალი მარიამ ელიეშვილი ახლახან დაბრუნდა ისრაელიდან, სადაც საკმაოდ ხანგრძლივი ტურნე ჰქონდა. მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 7 ნოემბერს საქართველოში ერთ-ერთ კონცერტზე ებრაული სიმღერა შეასრულა:

„როდესაც ჩემი შესრულებული ივრითული სიმღერა მოისმინეს და გაიგეს, რომ არც ებრაელი ვიყავი და არც ივრითული ენის მცოდნე, ჩემით დაინტერესდნენ. ჯერ ტელევიზიაში მიმიწვიეს, შემდეგ ფორუმზე, როგორც ივრითული სიმღერების არაებრაელი შემსრულებელი. ძალიან მიხარია, რომ ეს პატივი მერგო. წლებია, ამ ქვეყანაში დავდივარ. აქამდე შეხება ძირითადად ქართველ ებრაელებთან მქონდა, ახლა უკვე მთელი ებრაული საზოგადოების ინტერესი მოვიდა ჩემი მუსიკალური კარიერის მიმართ. საინტერესო შემოთავაზებები მივიღე და კიდევ ბევრჯერ გავახარებ ჩემს გულშემატკივარს…“

რა ხდება ოლიმპიურ ჩემპიონსა და მარიამ ელიეშვილს შორის: „მე და ლაშა ბექაურს ძალიან თბილი ისტორია გვაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები