დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მწუხარებას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, რომ მის ოჯახს ძალიან კარგად იცნობს.
„ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვთქვამ მწუხარებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას. მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან გადარებაზე. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთა… მისი დედა და დეიდა… ჩვენ ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით. ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო, გამორჩეული ქირურგი გახლდათ. როცა ჩვენ სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდით, მესამე კურსზე ბევრი რამ გვაქვს მისგან ნასწავლი. ასე რომ, ეს ტრაგედია უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი მწუხარება…“
