LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აქტივობებს სთავაზობს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი მოსწავლეებს – სახალხო პლატფორმა

19
თამარ-ალადაშვილი

გარემოსდაცვითი და აგრარული თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სასწავლო წლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს. ამის შესახებ გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ისაუბრა.

რას გულისხმობს ცენტრის თანამშრომლობა  სასწავლო დაწესებულებებთან?

გარემოსდაცვითი განათლება გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი  მთავარი მექანიზმია, სწორედ ამიტომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან.  ცენტრი დაინტერესებულ ახალგაზრდებს დისტანციურ და პირისპირ ფორმატში სთავაზობს ლექცია-სემინარებსა და ვებინარებს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

მიმდინარე წელს ახალგაზრდებმა მოისმინეს ლექციები შემდეგი საკითხების შესახებ გარემოსდაცვითი და აგრარული დღეების აღსანიშნავად: ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღე, ფუტკრის მსოფლიო დღე, ტყის საერთაშორისო დღე, მტკვრის დაცვის დღე, მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე, გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, გეოლოგიის დღე.

როგორც ვიცი შეიქმნა სკოლების ეკოკლუბებიც…

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, შეიქმნა სკოლების ეკოკლუბების ქსელი, რომლის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა. ცენტრი სკოლებს ეკოკლუბების შექმნაში  მაქსიმალურად უწყობს ხელს და შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს.

ლექციების/ტრენინგებისა და ინფოტურების მიზანია საინტერესო პრაქტიკული აქტივობებით და ჯგუფური სამუშაოებით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

ცენტრი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ და მოისმინონ ლექციები/ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო;
    • წყალი და ენერგია;
    • რადიაცია – მისი გამოყენება და შესაძლო საფრთხეები;
    • გარემოსდაცვითი დემოკრატია;
    • ნარჩენების მართვა;
    • განახლებადი ენერგიის წყაროები;
    • ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული საწვავი;
    • დედამიწის ისტორია – პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე;
    • მდგრადი განვითარების მიზნები;
    • კლიმატის ცვლილება;
    • კლიმატის ცვლილება და ტექნოლოგიები;
    • ტყე და კლიმატის ცვლილება;
    • ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში;
    • ფუტკრები და მათი როლი პლანეტაზე;
    • საკვების ეტიკეტირება – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის შეძენამდე?;
    • მინდვრიდან სუფრამდე;
    • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები;
    • აგრარული პროფესიები;
    • პროფესია – აგრომრჩეველი;
    • ატმოსფერული ჰაერის ხარისხი;
    • გარემო და ჯანმრთელობა;
    • განათლება მდგრადი განვითარებისთვის

დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, ცენტრმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობებს ადგილზე გაეცნონ და სხვადასხვა ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის პროცესებში მიიღონ მონაწილეობა.

ინფოტურების დაგეგმვა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო – ნიადაგებისა და სხვადასხვა ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის პროცესის გაცნობა; წყლის და ჰაერის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევების პროცესები; მეტეოროლოგიურ, ჰიდრომეტეოროლოგიურ, გეოლოგიურ პროცესებზე დაკვირვება – ელექტრონული რუკების გაცნობა;
  • სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო – რადიაციული უსაფრთხოება და რადიაციის დოზიმეტრებით ფონური რადიაციის გაზომვის პროცესი;
  • სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო – ღვინის მუზეუმის დათვალიერება;
  • თბილისის ეროვნული პარკი – ბიომრავალფეროვნება და მართვის საკითხები;
  • სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტო – კრწანისის ტყე-პარკის დათვალიერება;
  • სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო – საქმიანი ეზო;
  • სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – ჯიღაურას ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები