LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აქვთ საგამოძიებო კომისიის საწინააღმდეგო, თუ ეს მართლა ფარატინა ფურცელია? – ოთო კახიძე

61
kaxize

რა უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო კომისიის საწინააღმდეგო, თუ ეს მართლა ერთი ფარატინა ფურცელია?- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის განცხადებებით დასტურდება, რომ თიბისი ბანკზე შეტევა ხორციელდება და მის უკან ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის დგას.

“რა უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო კომისიის საწინააღმდეგო, თუ ეს მართლა ერთი ფარატინა ფურცელია. მაშინ საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ არაფერი პრობლემური აქ არ არის, მაგრამ მისი წარმომავლობა დასადგენია, შუამავალი პირი დასადგენია, დასაკითხია შს მინისტრი. საერთოდ რომ გვერდზე გადავდოთ ეს წერილი, რომელიც სერიოზული მტკიცებულებაა, ჩვენ სახეზე გვაქვს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, შემოსავლების სამსახურის პირდაპირი შეტევა “თიბისი ბანკსა” და მის დამფუძნებლებზე, ამავე დროს სამთავრობო მედიის პირდაპირი იერიში „ბოტების“ და „ტროლების“ გამოყენებით, ჰაკერული შეტევა – ეს არის დარღვევების, სისტემური დანაშაულების მთელი კასკადი, რომელსაც სჩადის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტები და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება საგამოძიებო კომისია. აბა პროკურატურას ხომ არ დაველოდებით, რომელიც თავად არის ჩართული “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების წინააღმდეგ „შავი პიარის“ აგორებაში,”- განაცხადა ოთარ კახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები