LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არ უნდა გააკეთოთ 1 და 2 მაისს – ასტროლოგი, ნინა ხომერიკი საზოგადოებას აფრთხილებს

359
ნინა ხომერიკი

„1 მაისს მოხდება მზის და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსემთვარეობა მორიელის ნიშნის მე- 12-ე გრ-ში, საქართველოს დროით 21:24 საათზე. ამ დღეს, ემოციები მიაღწევს თავის ზენიტს, გაიღვიძებს ეჭვიანობა, ყველაფრის ნგრევისა და ვინმეზე ზეწოლის სურვილი, ან იგრძნობთ აბსოლუტურ უენერგიობას და მოექცევით გარემოებების ზეგავლენის ქვეშ“ – ამის შესახებ ასტროლოგი, ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს.

ასტროლოგი საზოგადოებას  რეკომენდაციებს უზიარებს, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საბედისწერო შეცდომები მიმდინარე დღეების განმავლობაში და იმ აკრძალვების სიას აქვეყნებს, რისი გაკეთებაც, მისივე თქმით არ არის რეკომენდებული პირველი და ორი მაისის პერიოდში.

„აუცილებლად უსმინეთ თქვენს ინტუიციას, ქვეცნობიერი დაგეხმარებათ გააანალიზოთ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაანგრევთ და გაანადგურებთ ყველაფერს.

სიმბოლურად, სავსემთვარეობის დროს, ჩვენ ნათლად და სრულად ვხედავთ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ასეთ დროს ვიღებთ მნიშვნელოვან და აშკარა შედეგებს იმ მოვლენებისა და ნაბიჯებისა, რომელსაც მანამდე ჩავუყარეთ საფუძველი, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ახალმთვარეობის დადგომიდან ან მოგიტანთ 6 თვის უკან დაწყებული საქმეების შედეგებს, მაშინ როდესაც იყო ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოში, ამიტომ ახლა მიაქციეთ ყურადღება სიახლეებს, ახალ ამბებს, იმ ადამიანებს ვინც გაჩნდებიან თქვენს გარემოცვაში, გამოწვევებს და ა.შ. რადგან სინამდვილეში, მორიელს, სადაც ხდება ამ დიდი ენერგიების თავშეყრა, მოაქვს წმენდა ძველი, დრომოჭმული და არასაჭირო რაღაცეებისგან. ის სიღრმის მომცემი ნიშანია, წყლის სტიქიის წარმომადგენელი, მისი მთავარი მმართველი პლანეტა გახლავთ პლუტონი, რომელიც ამ სავსემთვარეობაზე მზესთან და მთვარესთან აკეთებს ნეგატიურ ასპექტს, ანუ კვადრატს. ამიტომაც, ამ სავსემთვარეობამ შეიძლება ჩაიაროს კრიზისული ტრანსფორმაციების ფონზე, რასაც მეტწილად ექნება ფსიქო-ემოციური ხასიათი, თუმცა, რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული ფიზიკური დაზიანებებიც, ეს ენერგია აქტიური იქნება სავსემთვარეობის დადგომიდან კიდე 3-4 დღე. როგორც უკვე აღვნიშნე ასეთ პერიოდში ვხდებით მეტად ემოციურები, მატულობს შფოთი, ირღვევა ძილის რეჟიმი და რადგან ამ მოვლენას სათავეში უდგას მორიელი, გაზრდის აგრესიას, უნდობლობას, ეჭვიანობას, სხვებზე თავდასხმის სურვილს და სკეპტიციზმს ყველას და ყველაფრის მიმართ, ასევე დიდ როლს შეასრულებს მარსის, სატურნის, ნეპტუნისა და ჰირონის ტრანზიტები ვერძის ზოდიაქოში, რაც დაგვაკარგვინებს მოთმინებას და მოგვინდება ყველაფერი ახლა და ამ წუთას, რადგან თავად ვერძი არის ცეცხლოვანი სტიქიის, ომისა და ზეწოლის სიმბოლო, ამიტომ, ამ სავსემთვარეობაზე აუცილებელია ვიცოდეთ, მიუხედავად მისი რთული ფონისა, მას აქვს ასევე დადებითი მხარეც, რასაც გვაძლევს ახლა პლუტონი, რომელსაც მოაქვს გათავისუფლება ძველი პრობლემებისგან პირადიპირი და ირიბი მნიშვნელობით, მაგალითად: სნეულებისგან, მძიმე სამსახურისგან, შიშებისგან, ინფორმაციისგან, ციხისგან და ა.შ. ეს უკვე დამოკიდებულია პირად რუკაზე და ინდივიდუალურად იმ პრობლემებზე რაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.

რა არ უნდა გააკეთოთ 1 და 2 მაისს:

* არ შეხვიდეთ კონფლიქტში ადამიანებთან, ხმამაღალ ტონში არ გაარჩიოთ ურთიერთობა, რადგან ვერძში ძალიან ბევრი პლანეტა დგას და შესაძლებელია ისეთი რამე თქვათ, რასაც შემდეგ ძალიან ინანებთ;

•არ აიღოთ ან გაასესხოთ ფინანსები, ძვირფასი ნივთები ან შეიპიროთ ადამიანები;

* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული სამსახურის დატოვებასთან, სხვაგან გადასვლასთან, ემიგრირებასთან, ქორწინებასთან, განქორწინებასთან ან ურთიერთობის დასრულებასთან, რადგან ასეთ დღეებში გონებას სჯობნის ემოციები და ეს გადაწყვეტილებები საბოლოოდ არ იქნება წარმატებული.

* არ გამოავლინოთ უნდობლობა და ეჭვიანობა განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში, რადგან შესაძლოა მოგეჩვენოთ ისეთი რამ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მორიელს უყვარს მსგავსი პროვოკაციების მოწყობა და ამიტომ უკეთესი იქნება არ დაიწყოთ ამის გამო თქვენს მეორე ნახევართან კონფლიქტი.

* არ გამოიყენოთ არანაირი ნარკოტიკული ან მედიკამენტოზური საშუალებები, რაც იწვევს გონებაზე ზემოქმედებას, ასევე სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან, რადგან იმატებს ავარიების და უბედური შემთხვევების ალბათობა.

რა იქნება დადებითი გააკეთოთ 1 და 2 მაისს:

* ეცადეთ გაატაროთ ეს დღეები სიმშვიდეში, მოერიდეთ ბევრ ხალხს, მათ ენერგიებს, გადით ბუნებაში, დაისვენეთ და შექმენით ისეთი გარემო, სადაც შეძლებთ, როგორ სულიერ ასევე ფიზიკურ დასვენებას;

* ფურცელზე შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი შიშები, ემოციები, ისეთი სიტუაციები და სიმართლე, რაშიც ხმამაღლა არ უტყდებით საკუთარ თავს და შემდეგ დაწვათ ეს ფურცელი, იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან ენერგეტიკულად;

* გაათავისუფლოთ თქვენი სივრცე, სახლი ან ადგილი უსარგებლო, ძველი ან დაზიანებული ნივთებისგან, წამლებისგან, საბუთებისგან, ტანისამოსისგან, დაალაგეთ სახლი, გააკეთეთ ორპირი და გაწმინდეთ, დაალაგეთ მარილი ოთახების კუთხეებში და ენერგეტიკულად გაწმინდეთ თქვენი ბინა;

* უთხრათ უარი ყველას და ყველაფერს რაც გართმევთ ენერგიას, რადგან მორიელს, პლუტონის გავლენით, აქვს ენერგეტიკული ვამპირიზმის ეფექტი და თუ თქვენ გრძნობთ, რომ ეს კონკრეტული საქმე, ადამიანი ან გარემოება გართმევთ ენერგიას, თქვენს სასიცოცხლო რესურსებსა და ყურადღებას გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან.

* ამ დღეებში ნუ შეგეშინდებათ და ნუ გაექცევით სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ახლა გეტკინოთ, თუმცა ეს სიმართლე საბოლოო ჯამში გამოგაჯანმრთელებთ, მოგიტანთ სიმშვიდესა და თავისუფლებას! თუ მოგინდებათ ტირილი იტირეთ, რადგან პლუტონის ენერგიისთვის ცრემლები არ არის სისუსტის გამოვლენა, არამედ გულისხმობს რბილად ტრანსფორმაციას, რისი დახმარებითაც ხდება ამ უარყოფითი ზეგავლენების დამუშავება;

* აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ აგრესიას და თუ მაინც იგრძნობთ, რომ შესაძლოა აგიყოლიოთ უარყოფითმა ენერგიებმა წადით ივარჯიშეთ და დაიხარჯეთ ფიზიკურად.

3 მაისს იგრძნობთ სიმსუბუქეს, შვებას, გექნებათ შეგრძნება, რომ თქვენი მხრებიდან ისეთი ტვირთი ჩამოიხსნა, რომელსაც ბოლო წლები ზიდავდით!“- წერს ნინა ხომერიკი.

1 მაისს მოხდება მზის და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსემთვარეობა მორიელის ნიშნის მე- 12-ე გრ-ში, საქართველოს დროით…

Posted by Nina Khomeriki on ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g