LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?” – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

351
cxcxcx-2020-11-21-11-34-47-312998-2020-12-26-08-57-13-245497

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია–ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე საზოგადეობისგან მიღებულ კითხვებს თავს უყრის სოციალურ ქსელში და ანაფილაქსიასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხობს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

ბევრი წერილი შემოვიდა და პაციენტებისთვის, აქ წერია მოკლედ ?
? რა დროში იწყება ანაფილაქსია?
? 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან
? არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია?
? სამწუხაროდ, არა
? თუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება?
? ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში)
? რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?
? უმთავრესად ეს არის ქავილი მთელი სხეულის, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება
? 70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით.
? 10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;
?30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება.
? 20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით
? რა იწვევს ანაფილაქსიას?
? ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა
? რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?
? ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:
1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით
2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით)
3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით)
? რით მრთავდება ანაფილაქსია?
? 98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება, სტეროიდული ჰორმონების გამოყენება საჭიროებისამებრ
? შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?
? ძალიან იშვიათად
? ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობეთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად
? რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცველების მიზეზი?
? ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო
? დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება
? მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო
? რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?
? ზოგადი ალბათობა არის 0.05%”- წერს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g