ცხელ ამინდში ყავით ან ტკბილი გაზიანი სასმელებით წყურვილის დაკმაყოფილება არ არის რეკომენდებული. თერაპევტები სიცხეში მათ ალტერნატივას ასახელებენ.
უკიდურეს სიცხეში, ერთ ჭიქა კოლას ან ფინჯან ყავას შეუძლია ორგანიზმზე გამოხატული დეჰიდრატაციული ეფექტი (გაუწყლოვანება) მოახდინოს. კოფეინს აქვს შარდმდენი ეფექტი, ზრდის დიურეზს და ხელს უწყობს სითხის უფრო ინტენსიურ გამოყოფას.
სიცხეში კოფეინი ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს 20-25 პროცენტით ამცირებს.
ტკბილი გაზიანი სასმელები, როგორიცაა კოლა, შეიცავს ხუთიდან ათ ჩაის კოვზ შაქარს თითო ქილაში. ასეთი ტკბილი ხსნარის მოსანელებლად, ორგანიზმი წყალს სისხლიდან საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადამისამართებს, რის გამოც ადამიანს ლიმონათის შემდეგ კიდევ უფრო მეტის დალევა სურს, ვიდრე ადრე. გარდა ამისა, გაზიანი სასმელები შეიცავს ფოსფორმჟავას და სხვა კომპონენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და თირკმელებზე დატვირთვის გაზრდა.
ექიმები ყავისა და სოდის ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევენ ცივ მწვანე ჩაის პიტნითა და ლიმონით, ასევე წყალს კენკრით, ხილითა და ბალახეულით, და თუნდაც ბურახს მინიმალური რაოდენობით შაქრით.