LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სამსახური და რა მიზნები აქვს მას საქართველოში?

368

2013 წლიდან დღემდე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სამსახურმა დამსაქმებელს 2000-ზე მეტი პირი დააკავშირა. აქედან 701 ადამიანი  უკვე დასაქმდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამსახური ინფორმაციის მოპოვება-გადაცემის, აქტიური ღონისძიებების გატარებისა და ინდივიდუალური მიდგომების გზით ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დაცვას.

როგორც დეპარტამენტში განმარტეს,  საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიზნებია: უმუშევრობის დონის შემცირება; დასაქმების ხელშეწყობა;  შრომის მოთხოვნა/მიწოდების ეფექტური სინთეზის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის, ამოცანებს,  ესენია :

შრომის ბაზარსა და სამუშაოს მაძიებელს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა

  • ახალგაზრდების უმუშევრობის, შრომის ბაზრისგან  იზოლირებული ჯგუფებისა და ხანგრძლივი უმუშევრობის შემცირება;
  • არაფორმალური დასაქმებისა და შრომითი მიგრაციის შემცირება;
  • დაბალი აქტივობის გაზრდა და სამუშაო ძალის განვითარება, სოციალური ბენეფიტებზე დამოკიდებულების შემცირება;
  • კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული კონსულტირების მომსახურების დანერგვა – პროფესიული და გეოგრაფიული მობილურობის გაზრდა
  • შრომის ბაზრის მიმდინარე და სამომავლო მოთხოვნების შესახებ სათანადო ინფორმაციის  ფლობა – მოთხოვნა მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირება;
  • შრომის ბაზრის პოლიტიკის განხორციელება

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს შრომის ბაზარზე გარკვეული გამოწვევები არსებობს.   ესენია: არაფორმალური დასაქმების დიდი წილი, განათლებიდან შრომის ბაზარზე გადასვლის სუსტი მექანიზმები, უმუშევრებში უმაღლესი განათლების მქონე პირებისა და ახალგაზრდების მაღალი წილი.

”იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდეს და დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდოს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სამუშაოს მაძიებელს სამსახურის პოვნაში, მხარი უნდა დაუჭიროს მეწარმეობასა და თვითდასაქმებას, უნდა მოახდინოს ხელშეწყობითი დასაქმების განვითარება,  ჩაატაროს დასაქმების ფორუმები. გარდა ამისა,  ტრენინგებითა და გადამზადებით გაზარდოს ადამიანური შესაძლებლობები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად”,- განუცხადეს ”ფორტუნას” დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში.

ცნობისთვის, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი საქართველოში 2013 წელს შეიქმნა. დასაქმების პირველი ბიუროს ოფისი კი ჯერ კიდევ 1902 წელს ლონდონში გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g