ტელესახე და ფოტომოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.
ამჯერად საზოგადოების ინტერესის საგანი, ალექსანდრას მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც დავით კოდუასთან დაშორების შემდეგ ბინის გარეშე დარჩა.
„დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემ შვილს, წადიო“ – ალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.
ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე – ვერ ვიჯერებ, ანუ სახლი არ გაქვს, ალექსანდრამ უპასუხა:
„არა ხალხო, რა არის დაუჯერებელი. ვერ ვენდობი კაცს, რომელიც მიყვარდა და გამაწბილა… რა არის აქ გასაკვირი. უბრალოდ ასეთი კარგი და მიმნდობი არ ვიქნები არასოდეს. ეგ არის და ეგ. არც თქვენ იყოთ გთხოვთ“, – წერს ფოტომოდელი „ინსტაგრამზე“.
