გადაცემას ”ავტოსერვისი” ძრავების სპეციალისტი, ავტოექსპერტი შალვა კაპანაძე ესტუმრა. გადაცემის თემა ოპოზიტური ძრავები გახლდათ.
რა არის ოპოზიტური ძრავის უპირატესობა სხვა ძრავებთან შედარებით?
ოპოზიტურ ძრავს ბოქსერსაც ეძახიან, რადგან ყუთს ჰგავს. აქვს დაბალი სიმძიმის ცენტრი – ეს არის მთავარი პლიუსი. ასეთი ძრავი აქვს ”სუბარუს” ყველა მოდელს. აქტიურად გამოიყენება ”პორშეს” ავტომობილებში. ”სუბარუ” საკმაოდ მუშა ავტომობილია, აქ ჩამოდის ავტომობილი, რომელსაც უკვე რესურსი აღარ აქვს. არ უყვარს აგრესიული სიარული, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ავტომობილია. ოპოზიტურ ძრავებს დაბალი წონა აქვს, თუ სწორად მუშაობს, ვიბრაცია საერთოდ არ აქვს და აქვს პასიური უსაფრთხოების მაღალი დონე. მინუსებს რაც შეეხება, რთულია რემონტი, ხდება ცილინდრის გილზების არასწორი ცვეთა, ბევრ ადგილს იკავებს კაპოტის ქვეშ და მისი შიდა კონსტრუქცია რთულია.
რას იტყვი როტორულ ძრავებზე?
ძალიან საინტერესო ინჟინერული ჩანაფიქრი იყო, ეს მოძრაობა გერმანიაში დაიწყო, შემდეგ ”მაზდამ” იყიდა და დღემდე RX-ზე ასეთ ძრავებს აყენებენ. როტორული ძრავი არის მსუბუქი, კომპაქტური, ნაწილები უფრო ნაკლები აქვს. სარემონტოდ და შესაკეთებლად ძალიან რთულია, საქართველოში მისი სრული რემონტი შეუძლებელია. ზეთი უნდა ჭამოს აუცილებლად. ძირითადი პრობლემა როტორული ძარვების კომპრესიის დაკარგვა იყო.
რჩევები მივცეთ მძღოლებს…
ჩაასხით მაღალი ხარისხის თხელი ზეთი და მიაქციეთ ყურადღება საბურავებში წნევას, რადგან სიცივეში ვარდება.
მსმენელი: – რატომ არის საზოგადოებაში ინგლისიდან ჩამოყვნილ ავტომობილებზე ნეგატიური დამოკიდებულება? დიზელის ძრავიანი ”მერსედესის” შეძენა მინდა, 2002 წელს არის გამოშვებული. 230 000 მილი აქვს გავლილი…
მთავარია ჟანგიანი არ იყოს. რაც შეეხება გარბენს, ნორმაზე მეტი ნამდვილად არის, დიდი რესურსი აღარ დარჩა, 380 000 კილომეტრია, სხვა თუ არაფერი ცვეთა ხდება.
გადაცემის ჩანაწერი