LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ქრაუდფანდინგი და როგორ დაეხმარება სტარტაპებსა და სოციალურ საწარმოებს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

210
მარიამ მიროტაძე

საქართველოში ქრაუდფანდინგის ასოციაცია შეიქმნა. მის მიზანს და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ამ სისტემის განვითარება და შექმნა, რომელიც მოიცავს

  1. ქრაუდფანდინგის როგორც ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმის დანერგვას
  2. ქრაუდფანდინგ ეკოსისტემის შექმნას, განვითარებას და მისი როლის გაძლიერებას

3.საკონსულტაციო/სატრენინგო მომსახურებისგაწევას ქრაუდფანდინგ კამპანიების დაგეგმვაში.

ასოციაცია ასევე გეგმავს განავითაროს თანამშრომლობა და კომუნიკაცია ქრაუდფანდინგ პლატფორმებს შორის, აამაღლოს საზოგადოებაში ქრაუდფანდინგის შესახებ ცნობადობა და განათლების დონე. მოიზიდოს უცხოელი ინვესტორები და განავითაროს ინდუსტრია.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  მარიამ მიროტაძე – საქართველოს ქრაუდფანდინგის ასოციაციის დამფუძნებელი საუბრობს. 

 

– თქვენი წარდგენისას ძალიან ბევრი ინგლისური სიტყვა ვიხმარე, ამიტომ პირველ რიგში ჯობია ავუხსნათ ჩვენს მსმენელს, რას ნიშნავს ქრაუდფანდინგი და შემდეგ იმაზეც ვისაუბროთ, რატომ დააფუძნეთ ეს ასოციაცია.

ქრაუდფანდინგი ქართულად განიმარტება, როგორც სახალხო დაფინანსება. ესაა იმედის მომცემი დაფინანსების მოდელი, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს ქართულ რეალობაში.

ქრაუდფანდინგის მთავარი მიზანია, ბევრი ადამიანის მიერ გაწეული ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით პროექტების განხორციელება შევძლოთ.

ქრაუდფანდინგის პლატფორმა ესაა ონლაინ სივრცე, სადაც ინდივიდები, თუ მცირე ინვესტორები, აფინანსებენ სხვადასხვა იდეასა თუ პროექტს, ის შეიძლება განვიხილოთ ორმხრივ ბაზრადაც, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორი სახის ეკონომიკურ მოცემულობას- პროექტის ავტორსა და ინვესტორს.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ქრაუდფანდინგი დაფინანსების მნიშვნელოვანი ალტერნატიული რესურსია დამწყები მეწარმეებისთვის სტარტაპებისთვის, სამოქალაქო ინიციატივებისთვის და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად.

– ანუ ადამიანებს, ან ადამიანების ჯგუფს, თუ მოუვათ კარგი იდეა თავში, ერთი გზაა აქვთ, რომ კაპიტალი ეძებონ ინვესტორებში, საბანკო სესხი აიღონ და სხვადასხვა დაფინანსებები მოიძიონ. მეორე გზაა, რომ მიმართონ ფართო საზოგადოებას იმისთვის, რომ დააფინანსონ.

– ნამდვილად ასეა და ვფიქრობ, როდესაც ამ იდეის განხორციელებაში ადამიანები ერთვებიან და აფინანსებენ, ბევრად უფრო ღირებული ხდება ნებისმიერი ინიციატივა.

– ასოციაცია რას შეუწყობს ხელს? რამდენად მზად არის საკანონმდებლო ბაზა ამისთვის და იმ ადამიანი, რომელიც ჩაერთვება ამ დონაციაში და ამ პროცესში, რაიმე დონაცია ექნება? არსებობს ამის შესახებ რაიმე კანონმდებლობა?

ესაა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და შეიძლება ითქვას, რომ დაბრკოლებაც. პირველ გამოწვევად მიმაჩნია კანონის არარსებობა. 2016 წელს საუბარი იყო აღნიშნული მექანიზმის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე მიყვანილი არ იქნა.

სახელმწიფოს როლი ამ მექანიზმის დაფუძნებაში მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმი ფიზიკურად ვეღარ ვითარდება.

ასოციაციის ბევრ მისიასთან და მიზანთან ერთად საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა რჩება. გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი და იმედი, რომ სახელმწიფო გამოთქვამს მზაობას ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან მალე გვექნება კანონი, რის შემდეგაც შევძლებთ, რომ სხვადასხვა მოდელი დავაფუძნოთ და განვავითაროთ.

პირობითად რომ ვისაუბროთ, ეს არის სესხზე, წილზე, ჯილდოზე და დონაციაზე  დაფუძნებული მეთოდი.

საქართველოში  დონაციაზე დაფუძნებული მეთოდი ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

სამწუხაროდ ჩვენთან შეუძლებელია წილზე ან სესხზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენება, ვინაიდან წარმოება შეზღუდულია. კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ კრძალავს აღნიშნული მექანიზმის საშუალებით ფასიანი ინსტრუმენტების საჯაროდ შეთავაზებას.

სწორედ ამას მოაგვარებდა საკანონმდებლო ინიციატივა და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ამბავი გამოგვივა.

– ახალი დაფუძნებულია ასოციაცია და რა არის უახლესი გეგმები? პირველად რის გაკეთებას აპირებთ? ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება. მით უფრო, როდესაც ინგლისური სიტყვა ურევია სახელწოდებაში, კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნება, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით.

– სწორედ ესაა ჩვენი მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა. მგონია, რომ სექტორმა ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ და საჯარო თუ კერძო სექტორი ამაში ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოს.

2023 წლისთვის გავაჟღერებთ ძალიან კარგ სიახლეებს. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის ასოციაციებთან და მათთან ერთად პარტნიორობით ვაპირებთ, რომ ქვეყანაში შემოვიყვანოთ ინვესტორები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმებზე იქნებიან და მათთან ერთად დავგეგმავთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას.

– რა გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით უცხოეთში და რა გამოცდილების გადმოღება შეგვიძლია?

– უცხოეთის გამოცდილება არის ძალიან დიდი და შესაშური. მათთვის ჩვენი ქვეყანა საინტერესოა, ვინაიდან აქ აქვთ  შესაძლებლობა, რომ ბევრი რამ გააკეთონ კიდევ უფრო განსხვავებული მეთოდოლოგიით.

მათთვის ჩვენი ქვეყანა საინტერესოა, აქვთ სურვილი, რომ საკუთარი რესურსი ჩვენთან დააბანდონ. თუ კანონმდებლობა არ გვექნება, საუბარს ვეღარ გავაგრძელებთ, დონაციის იქით ვერ წავალთ. ჯილდოზე დაფუძნებული მეთოდიც შეუძლებელი იქნება, რომ განვავითაროთ.

ამიტომ დავიწყებთ კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობას და შემდგომ უკვე სხვადასხვა მეთოდის დაფუძნებაზე ვიზრუნებთ. განვითარებაში დაგვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები.

– ბიზნესის კუთხითაც შესაძლებელია, როგორც თქვენ აღნიშნეთ,  რომ  კომპანიამ მოიზიდოს საგრანტო დაფინანსება. რაც ხელს განსაკუთრებით სტარტაპებს შეუწყობს.  

– ქრაუდფანდინგი სტარტაპებისთვის და სოციალური საწარმოებებისთვის, ევროპაში და აშშ-ში ერთ-ერთი კარგი ალტერნატივაა დაფინანსების მოპოვებისთვის. მათთვის ჩვენს ქვეყანაში  გაჩნდება ალტერნატიული და უკონკურენტო დაფინანსების მოდელიც კი.

მათ  შესაძლებლობა ექნებათ, ფართო აუდიტორიას შესთავაზონ საკუთარი იდეები და შემდგომ სხვადასხვა ადამიანებმა ამ ყველაფერში შეიძლება გასცენ დონაცია და ჩადონ ინვესტიცია, რაც დონორისთვის საინტერესო და მომგებიანი  იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g