LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის სოფლის ექიმის არაპროდუქტიულობის მიზეზი?

393

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სოფლის ექიმის პროდუქტიულობის წინაპირობები არ არსებობს.

განსხავებული პროდუქტიულობის მიზეზებად აუდიტის სამსახურში პროგრამის ადმინისტრირების სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს, შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების სისტემის არარსებობას და ექიმების კვალიფიკაციასთან და ინფორმირებულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.

როგორც აუდიტის სამსახურში განმარტავენ, სოფლის ექიმების 20% სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში მუშაობს შეთავსებით და სამუშაო განრიგი დაწესებული არ აქვთ. არ ტარდება მათი მონიტორინგი. ამასთან, ექიმის მიერ საკუთარი ჯიბიდან გაწეული დანახარჯები მიღებული პაციენტების რაოდენობის პროპორციულად იზრდება.

”ჯანდაცვის სამინისტრო წლის დასაწყისში სოფლის ექიმებს გადასცემს სამედიცინო ჩანთას პირველადი მედიკამენტებით. სოფლის ექიმებს არ აქვთ მოტივაცია დიდი რაოდენობით პაციენტები მიიღონ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სამედიცინო ჩანთის განახლება თავად უწევთ,” – განმარტავენ აუდიტის სამსახურში.

ექიმების პროდუქტიულობის წინაპირობების შექმნისთვის რეკომნდაცია შემდეგია:

  • შესაბამისმა უწყებამ უზრუნველყოს პროაქტიული ღონისძიებების გატარება (ინფორმირებულობის გაზრდა სოფლის ექიმად დასაქმების შესახებ სამედიცინო პერსონალის ფართო სპექტრისთვის), რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას და სააგენტოს საშუალებას მისცემს მომსახურება შეისყიდოს იმ პირისგან რომელიც უკეთ შეასრულებს სოფლის ექიმის ფუნქციას.
  • შემუშავდეს სამედიცინო პერსონალის მიერ სხვადასხვა სოფლებში დაგეგმილი ვიზიტების განრიგი;
  • შემუშავდეს სამედიცინო პერსონალის მიერ სხვადასხვა სოფლებში დაგეგმილი ვიზიტების განრიგი, რათა შეიქმნას სამუშაოს შესრულების ვალდებულება;
  • პროგრამის ფარგლებში შემუშავდეს სოფლის ექიმის საქმიანობისა და შედეგების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო პროცესის გამჭვირვალობას;
  • ეტაპობრივად მოხდეს სამედიცინო პერსონალის სტიმულირება ანაზღაურების სისტემაში ცვლილებებით;
  • სოფლის პირველადი ჯანდაცვის გუნდის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საოჯახო მედიცინაში გადამზადებისა და სერტიფიცირების პროცესის ხელშეწყობა იმ ექიმებისთვის, რომელთაც არ აქვთ ოჯახის ექიმის კვალიფიკაცია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g