LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის სტრესის გამომწვევი ფაქტორები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

497
თეა-ცომაია

რა არის სტრესის გამომწვევი ფაქტორები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეა ცომაიამ ისაუბრა.

რა არის სტრესის გამომწვევი ფაქტორები?

სტრესი არის ექსტრემალური პირობის საპასუხო რეაქცია, რომელიც არღვევს ადამიანის ემოციურ სიმშვიდეს. ნებისმიერი სიტუაცია, რომელზეც ადამიანი მწვავედ რეაგირებს, სტრესს იწვევს. ეს ინდივიდუალურია, ვინ რამდენად მგრძნობიარე ვართ. სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ნეგატიურმა გამოცდილებამ, იქნება ეს პირადი გარემოებით გამოწვეული თუ სამსახურეობრივი პრობლემით. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთი და იგივე სტრესი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს.

ის, რაც ვიღაცისთვის არაფერს ნიშნავს ან მარტივად გადასალახია, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი და რთულია. ყველაზე გავრცელებული სტრესფაქტორებია:

1) მოულოდნელი ცუდი სიახლეები

2) რთული ცხოვრების პირობები

3) საყვარელი ადამიანის დაკარგვა

4) მძიმე ტრავმული გამოცდილების გაღვიძება ( გაღიზიანება)

სტრესის ძირითადი სიმპტომებია:

1) ხასიათის ცვლილება

2) მუდმივი დაღლილობის შეგრძნება

3) ენერგიის დაქვეითება

4) მეხსიერების დაქვეითება.

რეალურად სტრესი იმაზე მეტ გავლენას ახდენს ჩვენზე, ვიდრე ამაზე გვიფიქრია. ის ახდენს გავლენას თვითშეფასებაზე. ასეთ დროს მოდის ფიქრები: „მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია” , „მე დამნაშავე ვარ”, „ვიღაც იმაზე კარგად მართავს იმას რაც მე ვერ შევძელი” და ა.შ. ასეთი ფიქრების დროს ქვეითდება ენერგია, გვიჭირს დროის გაკონტროლება, გვერევა ძილისა და კვების რეჟიმი, გვიქვეითდება მეხსიერება. რაღაც პერიოდი არ შეგვწევს ძალა ადამიანებთან კომუნიკაციის.

რაპროდუქტიულები ვხდებით ჩვედაუნებურად. თუ ადრე რაღაცას მარტივად ვიმახსოვრებდით, ახლა გვავიწყდება. შემდეგ ამას განვიცდით. გვგონია ცხოვრება დასრულდა. თითქოს როლს ვკარგავთ.

სტრესი ბუნებრივი მოვლენაა. მეტიც, ზოგჯერ ზომიერი სტრესი გვეხმარება ვიყოთ მეტად მობილიზებული და პროდუქტიული ზუსტად იმ საკითხში, რაშიც იქამდე ეჭვი გვეპარებოდა რომ შევძლებთ ან უბრალოდ დრო არ გვქონდა ამისთვის. ასეთ დროს ხდება ძალების მობილიზება კონკრეტულ მიზანზე. ის, რისთვისაც ადრე დრო არ გვქონდა გაგვეკეთებინა, ახლა შეგვიძლია ვიხელთოთ მოცემული მომენტით და განვახორციელოთ. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს მაგრამ სტრესის ქვეშ ჯანსაღად გაბრაზებული ადამიანი მიზნამდე ისე მიდის, ვერც კი ასწრებს უკან მოხედვას. ამ დროს ირთვება თავდაცვის მექანიზმი – მე გადავრჩები. მე მჯერა რომ გამომივა!  მე ახლა ვლაპარაკობ ზომიერ სტრესზე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან განწყობას. მთავარია შევეცადოთ ძალა არ დავკარგოთ; არ გამოვიფიტოთ ზუსტად იმ დროს, როდესაც რაღაცას განვიცდით. სტრესის დროს შეიძლება შენ შეძლო ის, რისიც აქამდე არ გჯეროდა რომ გამოგივა.

ცხადია სტრესი შეიძლება სხვადასხვა პირობებისგან იყოს გამოწვეული, რომლებიც ჩვენში შიშის სახით ილექება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g