LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ტრანსგენერაციული ტრავმა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

223
ნინა-გოგოხია

რა არის ტრანსგენერაციული ტრავმა – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნინა გოგოხიამ ისაუბრა.

რა არის ტრნსგენერაციული ტრავმა?

ზოგჯერ ინდივიდს არც კი სურს ტრავმის იდენტიფიცირება. ფროიდისგან ვიცით, რომ ადამიანებს ერთმანეთი მათთვის მისაღები ტანჯვის ფორმით უყვარდებათ. ტრანსგენერაციული ტრავმის შინაარსობრივი დეკონსტრუქცია, ძალიან სერიოზული თამაშია. ნელა და განცდიდან მოდის, ჩაწვდე რა რატომ, როგორ ხდება.

ხშირად ამბობენ, პაციენტები, რომ არ სურთ იმეორებდნენ იმას, რაც ასე ძალიან არ მოსწონდათ ოჯახში, მშობლის ქცევაში. ვპასუხობ ხოლმე, რომ გაუცნობიერებელი ტრავმა შეუმჩნეველია და თაობიდან თაობას გადაეცემა სოციალური ჩვევების სახით.

თუ ღრმად დაინახავ და გულწრფელად მოინდომებ შეცვლას – გაიაზრებ, რომ რომ არც შენი, არც პარტნიორის, არც წინაპრების, არც არავის ბრალი არ არის… ბევრად ადვილია მოგვარებაც – და აღარ გითრევს.

როგორ ხდება ახალი ღირებულებების ინტეგრაცია?

მოდით ვიმსჯელოთ მაგალითით: თუ ოჯახში არსებობდა რწმენა, რომ „მამაკაცმა ყველაფერი თვითონ უნდა მოაგვაროს“, ეს მას ხელს უშლის, რომ თავისუფლად მიმართოს დახმარების თხოვნით ოჯახის წევრს, ახალი ღირებულება შეიძლება იყოს: „მხარდაჭერის მიღება ნორმალურია და ჯანმრთელი ურთიერთობებისთვის აუცილებელია.“ მაგალითად, თუ ზოგჯერ პარტნიორი მოაგვარებს ეკონომიკურ პრობლემას, ეს მის მამაკაცურობას საფრთხეს არ შეუქმნის.

დელეგირება პასუხისმგებლობის მომავალში ოჯახის სხვა წევრსაც წაადგება – რა სჯობს დამოუკიდებელ, ავტონომიურ ოჯახის წევრებს. დაფიქრება შეიძლება, ნამდვილად ემუქრება პასუხისმგებლობის განაწილებით ინდივიდის მამაკაცურობას [იდენტობას] საფრთხე? იქნებ მოძველებული რწმენა-წარმოდგენებით სხვა ოჯახის წევრებს დათვურ სამსახურსაც კი უწევს.

კულტურაში ახალი ღირებულებების ინტეგრაცია მოითხოვს: ნარატივების შეცვლას. მაგ. თუ ქვეყანაში ქალები საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ და შეზღუდული რწმენების იდენტიფიცირებას და ჩანაცვლებას ვიწყებთ, ხომ არ სჯობს წინააღმდეგობის ნაცვლად, ჩავუღრმავდეთ ამ ყველაფერს რასაც ვხედავთ. შესაძლებელია, ცნობიერად თვითგამოხატვის წახალისებაც – ემოციების ღიად გამოხატვის სწავლა. ჯანსაღი მოდელების დანერგვა – ახალი ქცევითი პრაქტიკა ტექნიკურად რთული არ არის და სასიამოვნოა განსახორციელებლად.

მაგალითად – საკუთარი ემოციების, ფიქრების და სურვილების იდენტიფიცირება და გაზიარება – პროცესია და მეტი არაფერი. მეტი კავშირი და კომუნიკაცია პარტნიორთან საოცარი დინამიკაა. ტრანსგენერაციული ტრავმისგან გათავისუფლება შესაძლებელია მოითხოვს ცნობიერ შრომას. ცნობიერება ეს დაკვირვებაა საკუთარ თავზე, როდესაც ბრუნდები უკან და გინდა, შეგიძლია დაინახო უკეთესი სცენარი და აღარ გაიმეორო ის, რაც ასე არ მოგწონდა საკუთარ მშობელში, ოჯახში. ღირებულებების გააზრებითა და მათი ტრანსფორმაციით, ინდივიდი არამარტო საკუთარ თავს ეხმარება, არამედ მომავალ თაობებსაც. ეს პროცესი ხელს უწყობს უფრო ჯანსაღი ფსიქოსოციალური გარემოს ჩამოყალიბებას.

magti 5g