სტუდიას King.com, რომელმაც სუპერპოპულარული თამაში Candy Crash Saga შექმნა, ბოლო პერიოდში დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ Candy Crash Saga App Store-სა და Google Play-ს მაღაზიებში ტოპ ათეულშია, როგორც ჩანს მომხმარებელს თამაშის შიდა საყიდლები აღარ აინტერესებს და ფულს აღარ იხდის.
კომპანია Activision Blizzard-მა კი ისარგებლა მომენტით დაKing.com-ი მთელი თავისი აქტივებით შეიძინა 5,9 მილიარდ დოლარად. კომპანიას Activision Blizzard ეკუთვნის ისეთი პოპულარული თამაშები, როგორიც არის შუთერი Destiny, ასევე Heartstone: Heroes of Warcraft, რომელიც შემქმნელებს დიდ შემოსავალს აძლევს, ასევე Call of Duty -ს სერიები და მრავალი სხვა.