„რუსეთო, შენი მეომრები კლავენ ჩვენთან ახალშობილებს, ქალებსა და მოხუცებს, შენი სამხედროები ანადგურებენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და ბაღებს, ანგრევენ ჩვენს ქალაქებს. არაფერი დარჩა მარიუპოლიდან ხარკოვიდან, ჩერნიჰივიდან. შეხედეთ მე აქ ვარ, სახლში, უკრაინაში და არაფრის მეშინია!“ – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა განაცხადა და რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე პუტინს მიმართა.
„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო უწყებამ აღძრა ჩემს წინააღმდეგ საქმე, რომლის თანახმადაც მედავებიან საომარი მოქმედებებისკენ მოწოდებასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიქ“ ინფორმაციების გაშუქებას. რა ბედნიერი ვარ რომ იცოდეთ! ამ საქმის აღძვრა ჩემს წინააღმდეგ უდიდესი პატივია! აქ ვარ, სახლში, უკრაინაში და არაფრის მეშინია! ეს იმას ნიშნავს რომ მე სწორ მხარეს ვდგავარ და ჩემს ადამიანურ და მოქალაქეობრივ ვალს ვასრულებ.
რუსეთო, შენი მეომრები კლავენ ჩვენთან ახალშობილებს, ქალებსა და მოხუცებს, შენი სამხედროები ანადგურებენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და ბაღებს, ანგრევენ ჩვენს ქალაქებს. არაფერი დარჩა მარიუპოლიდან ხარკოვიდან, ჩერნიჰივიდან. შეხედეთ მე აქ ვარ, სახლში, უკრაინაში და არაფრის მეშინია ! მე ვიცი რომ ჩემს წინააღმდეგ ამ საქმის აღძვრა პირდაპირ პუტინის დავალებაა. მინდა მივმართო ამ სამხედრო დამნაშავეს – ვლადიმირ პუტინო, თქვენ ვერ შემაშინებთ ვერც მე და ვერც უკრაინას !
დამნაშავე მე კი არა თქვენ ხართ ! ნაცისტი დამნაშავე და თქვენ აუცილებლად აღმოჩნდებით ტრიბუნალზე, ისევე როგორც ჰიტლერელები. იმიტომ რომ დანაშაულს რომელსაც შენ და შენი მონები სჩადიან უკრაინაში თანასწორია იმ დანაშაულისა, რომელსაც ჰიტლერი და ნაცისტები სჩადიოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. თქვენ გელოდებათ არა მხოლოდ მიწიერი სასამართლო არამედ ზეციურიც ! შენ და შენი მონები დაიწვებით ჯოჯოხეთში ! მტერი დამარცხდება გამარჯვებას კი ჩვენ ვიზეიმებთ ! დიდება უკრაინას.“ – აცხადებს დმიტრი გორდონი.
ცნობისთვის, გორდონმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ სამი მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში