LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაემართება სხეულს, თუ დღეში 2 ბანანს შეჭამთ

1578
vetdu1 (1)

ჯანსაღი საკვები ყოველთვის გემრიელი არ არის, მაგრამ ეს ბანანს არ ეხება. ბანანის დაგემოვნება ორმაგად სასიამოვნოა, რადგან ის როგორც გემრიელი პროდუქტია, ასევე სასარგებლოცაა. დღეში მხოლოდ ორი ბანანის ჭამამ შეიძლება სერიოზულად გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აი რატომ:

  • არტერიული წნევა რეგულირდება-ბანანი ამცირებს არტერიულ წნევას იმის გამო, რომ დაახლოებით 420 მგ კალიუმს მაინც შეიცავს. კალიუმის გამო, არტერიული წნევა დაბლა იწევს, რაც ადამიანს ინსულტისგან და გულის შეტევისგან იცავს.
  • ჭარბი წონა ქრება – ბანანი შეიცავს სახამებელს, რომელიც ამცირებს თქვენს მადას და აჩერებს წონის მატებას. შედეგად თქვენ დანაყრებული ხართ. ბანანის მიღება ამცირებს სისხლში შაქრის დონესაც. აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას. რეზისტენტული სახამებლები ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას ებრძვის და ენერგიის დანახარჯს ზრდის, რაც ზედმეტ წონასთან ბრძოლის დროს, სწრაფ და თვალსაჩინო შედეგს იძლევა. ამ ნივთიერების რეკომენდებული ყოველდღიური ნორმა 10 გრამია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბანანის მოხმარების გარდა, აუცილებელი პირობა, ცხოვრების აქტიური წესია.
  • ანემიის რისკი მცირდება-ანემია იწვევს სიფერმკთალეს, დაღლილობას და სუნთქვის უკმარისობას. ეს არის სისხლის წითელი უჯრედების შემცირების, სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონის მაცვენებელი. ბანანი შეიცავს ბევრ რკინას, რაც ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. ბანანი ასევე შეიცავს ვიტამინ B6, რომელიც არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს.
  • საჭმლის მონელების სისტემა უმჯობესდება-ბანანი ადვილად მონელებადია და არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.ბანანის ჭამა სასარგებლოა მაშინაც, როდესაც ადამიანს აქვს გასტრიტი და გულძმარვა. ბანანი აღადგენს დაკარგულ მინერალებს, როდესაც ადამიანს აწუხებს დიარეაც.რადგანაც ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია ტოქსინების დასაშლელად და ასევე იცავს ნაწლავის მიკროფლორას; ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. პექტინი , რომელსაც ის შეიცავს შეიწოვს სითხეს.
  • სუფთა სისხლძარღვები-სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს.
  • ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა-ბანანი შეიცავს სპეციფიურ ცილებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის) თავიდან აცილებაში გვეხმარება. მწიფე ნაყოფებში ამ ნივთიერების შემცვლელობა გაცილებით მაღალია. ამიტომ სასურველია შეიძინოთ ის ბანანები, რომელთა ქერქი შავი წერტილებით დაიფარა ან გამუქდა.
  • სტრესის დონე მცირდება-ბანანი აუმჯობესებს თქვენს განწყობას. ისინი შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც საჭიროა ჩვენი ორგანოების მიერ სეროტონინის (“ბედნიერების ჰორმონის”) გამომუშავების მიზნით. საშუალოდ, თითოეული ბანანი შეიცავს დაახლოებით 27 მგ მაგნიუმს. ეს მინერალი კი კარგი განწყობისა და ჯანსაღი ძილის წარმოქმნას უწყობს ხელს.
  • თქვენი ვიტამინის დეფიციტი შეივსება-ბანანი მდიდარია B6 ვიტამინით. საშუალოდ, ერთი ბანანი შეიცავს ვიტამინ B6-ს ყოველდღიური მოთხოვნილების დაახლოებით 20%-ს. ეს თქვენს სხეულს ეხმარება ინსულინის, ჰემოგლობინის და ამინომჟავების წარმოქმნაში, რომლებიც საჭიროა ჯანსაღი უჯრედების შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ ფორთოხალი და მარწყვი შეიცავს ყველაზე მეტ ვიტამინ C- ს, ბანანი, ფაქტობრივად, შეიცავს ამ მნიშვნელოვანი ნივთიერების დღიური ნორმის 15%-ს. ვიტამინი C არის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი, რომელიც ანეიტრალებს მავნე თავისუფალ რადიკალებს. ეს ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობას და წარმოქმნის კოლაგენს.
  • თქვენი ენერგიის დონე გაიზრდება-მინერალების დეფიციტი წვივის კუნთების ხშირი კრუნჩხვების მიზეზია. კალიუმითა და მაგნიუმით ისეთ მდიდარ საკვებს, როგორიც ბანანია, კუნთის სპაზმების თავიდან აცილება შეუძლია, ამიტომ ბანანს აქტიურად მოიხმარენ სპორტსმენები. მიირთვით 2 ბანანი ვარჯიშამდე. ის დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ენერგია. აგავსებთ, როგორც ენერგიით ასევე ხელს შეუწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, რაც გამოიხატება მაქსიმალური კონცენტრაციით.
  • ბანანი გეხმარებათ გახდეთ უფრო ჭკვიანები – ის აძლიერებს სწავლის უნარს. ეს გამოწვეულია მასში კალიუმის მაღალი შემცველობით. მეცნიერები სტუდენტებს და მოსწავლეებს ურჩევენ გამოცდების წინ მიიღონ ბანანი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები