“გირჩმა” დღეს საკუთარ ოფისში ბორდელი “პიონერი” გახსნა. საროსკიპო, როგორც თავად უწოდებენ, ერთ ოთახს მოიცავს, რომელიც წითელ ფერშია გადაწყვეტილი და სახელის შესაბამისი სიმბოლიკებიცაა. გარდა ამისა, ოთახში სხვადასხვა სახის აქსესუარებია, რომელიც შესაძლოა დამქირავებელმა გამოიყენოს. როგორც ბრიფინგზე “გირჩის” ლიდერებმა განაცხადეს, “პიონერში” მისულებს დახვდებათ პრეზერვატივიც, რადგან ისინი უსაფრთხო სექსის პოპულარიზაციას ეწევიან.
ეს არის პატიოსანი შრომა. გვინდა დავიცვათ სექსინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ძალადობისგან.
გირჩმა ბორდელი „პიონერი“ გახსნა [ვიდეო]
ოთახის დაქირავება ერთი საათით 49.50 ლარი ღირს.
“ფორტუნა” გთავაზობთ ოთახისა და აქსესუარების ფოტოებს, რომელიც “პიონერიდან” მოგვაწოდეს.
შეგახსენებთ, საქართველოში პროსტიტუციის ხელშეწყობა [254-ე მუხლი], მათ შორის, პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.