LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დახმარებას მიიღებენ დღეიდან ონკოლოგიური პაციენტები

364
pjimage (3)

დღეიდან, 1 სექტემბრიდან ონკოლოგიურ პაციენტების მკურნალობის წლიური ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით იზრდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიან ბრიფინგზე განცხადა, ონკოლოგიურ პაციენტებისთვის ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის, სულ 21 დასახელების ახალი მედიკამენტის საფასური ბიუჯეტიდან სრულად დაიფარება.

“ეს იქნება კოორდინირებულად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და რეფერარული პროგრამის ფარგლებში. ძალიან მარტივი მექანიზმით, ისე, რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გააგრძელებს ჩვეულებრივად ანგარიშვალდებულების პროცედურებს ახლა უკვე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იმ პაციენტებისთვის, ვინც დღეს ონკოლოგიის პროგრამებით სარგებლობს”, – აცხადებს გაბუნია.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.

რაც შეეხება ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებს (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები), ისინი წლიურად 15000 ლარის ნაცვლად, 23 000 ლარისო დენობის დახმარებას მიიღებენ.

magti 5g