„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ქვეყანა დიპლომატიური სკანდალშია კობახიძემ უპასუხა, რომ არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს.
„რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან“,- აღნიშნავს კობახიძე.
დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშრებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.