LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროს ექსპერიმენტებია: საქართველოს სერბეთთან ორი გეგმა აქვს

33

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო ჰუალინგში სერბეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

 

ექსპერიმენტებისთვის დრო არ მაქვს

ვლადიმირ ვაისი:
“მნიშვნელოვან შეხვედრაში ქულების მოპოვება გვსურს. ოფიციალურ მატჩში ჯერ არ მოგვიგია და ვეცდებით, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ. გვაკლია მნიშვნელოვანი მოთამაშეები, თუმცა გუნდში კარგი განწყობაა, გვაქვს ორი სათამაშო სქემა და საბოლოო გადაწყვეტილებას ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ.

– თემურ ფარცვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს. საინტერესოა მერებაშილის საკითხიც.

– ფარცვანიაც და მერებაშვილიც ჩვენი ყურადღების არეალში არიან, თუმცა ამ ეტაპზე არჩევანი სხვა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ. მათი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ამ ეტაპზე ექსპერიმენტებისთვის დრო არ მაქვს. ოქრიაშვილის და მჭედლიძის ტრავმის შემდეგ დვალიშვილი და ლობჟანიძე გამოვიძახეთ, რადგან ორ სათამაშო სქემას ვამუშავებთ. ერთია 3-4-3, ხოლო მეორე ძველი მოდელი, რომელსაც აქამდეც ვიყენებდით.

– ოქრიაშვილის და მჭედლიძის სახით დიდი დანაკლისით ვხვდებით მომდევნო მატჩს. როგორ გეგმავთ მათ ჩანაცვლებას?

– ვერ დაგვეხმარება დაუშვილიც, თუმცა სათადარიგო გეგმა გვაქვს. გამოვიძახე ახალგაზრდა არაბიძე, რომელმაც შესაძლოა ითამაშოს მოახლოებულ შეხვედრაში. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და თუ სერბეთთან არა, ლატვიასთან აუცილებლად გავა მოედანზე. მნიშვნელოვანია, რომ ჯაბა კანკავა დაგვიბრუნდა.

 

სერბეთთან მატჩში ლოკომოტივის თამაშები დამეხმარება

პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მცველმა, სოლომონ კვერკველიამ სერბეთთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

სოლომონ კვერკველია:
“ვეცდებით, რომ რთულ შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვოთ. უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც წინა შეხვედრებში დავუშვით.

ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა და “ლოკომოტივში” გადასვლა ჩემთვის ამ მხრივ წარმატებული ნაბიჯი იყო.

მოსკოველთა შემადგენლობაში ჩატარებული 4 შეხვედრა სერბეთთან მატჩში ძალიან დამეხმარება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები