LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა დროს ქეიფი და მხიარულებაა საჯაროდ, როდესაც ამერიკელებმა დაგასანქცირეს, როგორ კრიმინალი“ – იაგო ხვიჩია

232
Untitled design

12 მაისს მოსამართლეებმა, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლეებმა და ე.წ. კლანის წევრებმა გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების დღე აღნიშნეს. გავრცელდა ნასვამი მოსამართლეების სიმღერის ვიდეოკადრები.

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიას აინტერესებს „რა დროს ქეიფი და მხიარულებაა საჯაროდ, როდესაც ამერიკელებმა დაგასანქცირეს, როგორ კრიმინალი“.

„მე რომ მჯეროდეს, რომ ეს მოსამართლეთა გულწრფელი ქეიფი და პურის ჭამაა, ვერავის ვერ აუკრძალავ ამას, ვერც სიმღერას ვერ აუკრძალავ. უბრალოდ, რაღაცნაირად, ამ ყველაფერში ეტყობა ხელოვნურობა ის, რომ ეს ქეიფი იმისათვის კი არაა, რომ იქეიფოს და დრო გაატარონ, არამედ შეკავშირდეს ეს ხალხი მიუხედავად იმ დარტყმებისა, რასაც დასავლეთიდან იღებენ. თუ ამ ნარატივით შეხედავ და ამიტომ დასჭირდათ გორში საქეიფოდ წასვლა, მერე სიმთვრალეც კი ხელოვნური მგონია. რა დროს ქეიფი და მხიარულებაა საჯაროდ, როდესაც ასევე საჯაროდ ყველამ იცი, რომ ამერიკელებმა დაგასანქცირეს როგორ კრიმინალი“, – აცხადებს ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები