ყოველდღიურად, თითოეული ჩვენგანი სარგებლობს მობილური მოწყობილობებით, თუმცა ვერ ვამჩნევთ, რამდენ დროს ვუთმობთ მათ.
იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რა დრო დახარჯეთ თქვენს iPhone-თან, iPad-თან ან iPod touch-თან, კომპანია Apple-ში შეიმუშავეს სპეციალური ფუნქცია, რათა გაიგოთ, რა დრო გაატარეთ ამა თუ იმ აპლიკაციაზე.
საჭიროა შეეხოთ ფუნქციას „აკუმულატორის გამოყენება“, სადაც იმ აპლიკაციების ჩამონათვალს ნახავთ, რომლებიც გამოიყენეთ და მათთან გატარებული დროც ნაჩვენები იქნება. ამის შემდეგ თავად შეგეძლებათ იმისი კონტროლი, რა დროს გაატარებთ სმარტფონის ამა თუ იმ განყოფილებაში.