LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება ქუთაისი-კოპენჰაგენის ბილეთი – ფრენები დეკემბრიდან დაიწყება

136
copenhagen

ქუთაისი-კოპენჰაგენის ბილეთის შეძენა ავიაკომპანია Wizz Air-ის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისების დამატების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის დეკემბრიდან შესრულდება. ფრენის საფასური 109 ლარიდან იწყება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში, სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება. კერძოდ, სიხშირეები გაიზრდება ათენის, რომის, ბარსელონასა და მილანის მიმართულებით.

მათივე ცნობით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

 

Wizz Air წელს ქუთაისიდან 6 ახალ მიმართულებას ამატებს

„ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც Wizz Air ქუთაისის აეროპორტში ერთი წლის მანძილზე გააორმაგებს ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას“ – ირაკლი ქარქაშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები