LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა ეგონა კირკიტას არჩვენებს რომ უგებდა რუსთავში ბიძინას. გაბედა? ჰოდა იჯდეს ახლა ციხეში”

collage

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება. ტელეწამყვანი ამბობს, რომ პოლიციელების მიმართ ნებისმიერ მოქალაქეს მმართებს პატივისცემა, თუმცა დასძენს , რომ კირკიტაძის პროტესტის მიზეზი სწორი იყო, ამიტომ უცხადებს მას სოლიდარობას.

რა ეგონა კირკიტას არჩვენებს რომ უგებდა რუსთავში ბიძინას. გაბედა? ჰოდა იჯდეს ახლა ციხეში.

კირკიტ, მიუხედავად იმისა რომ ჩემი აზრით პოლიციის მანქანაზე არ უნდა გეხტუნავა (იმიტომ რომ ეგ პატრული თქვენი შექმნილია და მათ პატივისცემას სამართლიანად ითხოვდით ჩვენგან და მათ, პატივი ყოველთვის უნდა ვცეთ) ჩემი სოლიდარობა შენ. სოლიდარობა იმიტომ რომ პროტესტის მიზეზი იყო სწორი. დანიშნული პრეზიდენტი არც მე მინდა და ოპოზიციის ლიდერს რომ ქვეყანაში აკავებენ ნიშნავს რომ მივექანებით რუსეთისკენ, რაც აღმოჩნდა რომ გვევასება. ამიტომაც მარტივად ვეგუებით გაპუტინებულ ბიძოს.

პაატა ბუჭრულაძის “პაკლონები” მერე ნახე შენ. როცა ადამიანი არასწორია არ უნდა გახდეს შენი თანამოაზრე მხოლოდ იმიტომ რომ საერთო მტერი გყავთ. ბიძინა, პაატას ფონდებში შავი ხვრელის ძებნაში რომ მართალი იყო, ისე არაფერში. მე მაინც არ მქონდეს გადაღებული მის მიერ ხალხის ფულით ნაყიდი სახლები. უფანჯრო ოთხი კედელი შემინულიც კი არ იყო და იქ მრავალშვილიანი ოჯახი შეასახლეს. არც კი გამკვირვებია ბანის იქ დანახვა.

პ.ს. კირკიტ, იმედია მალე თავისუფალი იქნები. რეალურად ხომ იცი რატომაც შეგარჩიეს შენ –  წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

17 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე დააკავეს. ის ბრალდებას არ აღიარებს და შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g